მონტენეგროში, ქალაქ ცეტინიეში სროლის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჭრილობა თავის არეში მიიღო.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 34 წლის ვუჩკო ბორილოვიჩია. ჯერჯერობით უცნობია, დამნაშავე პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა თუ თავი მოიკლა.