მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ
მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ.
ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ბუკერის პრემიის ლაურეატს, უნივერსიტეტში ლექცია უნდა წაეკითხა, რა დროსაც სცენაზე უცნობი პირი ავიდა და ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.
75 წლის მწერალი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია.