უკრაინაში 500-ზე მეტი მებრძოლის ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში იყვნენ შეყვანილი

უკრაინაში დაკარგულთა სიაში შეყვანილი 522 სამხედროს ცხედარი დააბრუნეს.

ამის შესახებ საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების საკითხთა კომისარმა, ოლეგ კოტენკომ ტელეეთერში თქვა.

“ჩვენ მოვახერხეთ 522 ცხედრის დაბრუნება. სხვადასხვა მიმართულებიდან ვიღებთ. არა მხოლოდ დონეცკის მიმართულებიდან, ასევე ლუგანსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან”, – განაცხადა კოტენკომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მუშაობს ამ საკითხზე და ყველა უკრაინელი სამხედროს ცხედარს დააბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები