Amnesty International: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

„რუსეთი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. ინფორმაცია, რომლებსაც უშუალოდ ენერგოდარიდან, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქიდან ვიღებთ, იმაზე მეტყველებს, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები