ლევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები
ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკა დროებითია, ეროვნული ინტერესები კი არ არის დროებითი.
„საქართველოს ხელისუფლება გაჰყვება ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ზეწოლის, თუ არა ზეწოლის ქვეშ და ამ ტრაექტორიას გავაგრძელებთ. ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები. თუმცა, არ ვიქნებოდი ისე პოზიტიურად განწყობილი, როგორც აშშ-ს მიმართულებით ამ ეტაპზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, ადრე თუ გვიან მაინც მივალთ პოზიტიურ დღის წესრიგამდე“, – აღნიშნა მახაშვილმა.