არჩილ გორდულაძე – ევროკავშირის საელჩოს პოსტზე: არ გვჭირდება ასეთი სახის მილოცვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს – სახელმწიფო დროშას ეხება საკითხი

“არ გვჭირდება ასეთი სახის მილოცვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს – სახელმწიფო დროშას ეხება საკითხი,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი წახალისება რადიკალური ძალებისა.

„ჩვენ არ გვჭირდება ასეთი სახის მილოცვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს – სახელმწიფო დროშას ეხება საკითხი, ისეთი მიუღებელი ფორმით, როგორიც არის ძალადობრივ აქციაზე გადაღებული. ეს მილოცვა არ არის, ეს არის კიდევ ერთი წახალისება იმ რადიკალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ გადატრიალების მოხდენის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ ყურმოჭრილი მონებივით დაემორჩილონ ყველას, გარდა ქართველი ხალხისა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გამოყენებულია კადრები აქციებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები