“უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას” – სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული ა.კ. და 1983 წელს დაბადებული დ.ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ. და დ.ა. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

“სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები