“ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორმა პოლიტიკამ საქართველოს მართლა ლიდერობა მოუტანა,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის პროგნოზზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვართ ლიბერალური, ღია ეკონომიკა. ამიტომაც გვაქვს მაღალი საინვესტიციო პოტენციალი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მიიღებს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ამ სწორმა პოლიტიკამ საქართველოს მართლა ლიდერობა მოუტანა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით, უკრაინის 2.0%-ით, ხოლო მოლდოვის 2,7%-ით გაიზრდება.