ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპელ ლიდერებს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი დღეს ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რომელსაც დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან.

ლიდერები ძირითადად უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ ორმხრივი შეხვედრა უკვე გამართა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები