წილოსანი – ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის ამოქმედებაზე: ეს არ იყოს დიდი ბრიტანეთი და იყოს საქართველო, ვიცით, როგორი მძაფრი რეაქციები მოჰყვებოდა თავად დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან
დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის ამოქმედებას „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ეხმაურება.
„აქტია, თუმცა, აქტი გულისხმობს ყველა ქვეყანას და ყველა უცხოურ გავლენას, რომელიც ბრიტანეთში მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც ამ აქტს იღებდა, გვეუბნება, რომ ბრიტანელი მშრომელი ხალხის ინტერესების დასაცავად მოქმედებს. მაშინ რას ერჩიან ქართველ მშრომელ ხალხს, რომელიც ასევე იმსახურებს გამჭვირვალობას.
ეს არ იყოს დიდი ბრიტანეთი და იყოს საქართველო, ვიცით, როგორი მძაფრი რეაქციები მოჰყვებოდა თავად დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან“, – აღნიშნავს წილოსანი.