სექტემბრის თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 33 800 მომხმარებელს გაუწია
სექტემბრის თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 33 800 მომხმარებელს გაუწია.
ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევია თუ არა პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, როგორც ელექტრონული წესით, ასევე სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლიათ”, – წერია ინფორმაციაში.