“ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ის ყველასთან კონტაქტისთვის ღიაა.
„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტში ყოფნას და ყოველთვის ერთად მუშაობას“, – განაცხადა ალან ბერსემ.