პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ომთან შეგუება შესაძლოა რუსეთის უდიდესი გამარჯვება იყოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, უკრაინის ომისადმი შეგუების რისკი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს, შესაძლოა, რუსეთის უდიდესი გამარჯვება იყოს.
მინისტრის თქმით, ომის ნორმალიზება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას.
კოსინიაკ-კამიშის განმარტებით, მიუხედავად დაღლილობისა და ემოციური ტვირთისა, კონფლიქტს არ უნდა შეეჩვიოს საზოგადოება, რადგან მასში იღუპებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები. ასევე, იბომბება ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები.
პოლონეთის თავდაცვის უწყება აქტიურად ადევნებს თვალყურს უსაფრთხოების მდგომარეობას რეგიონში და თანამშრომლობს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მიზნით. მინისტრის თქმით, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა დარჩეს ძლიერი, რათა უკრაინის მხარდაჭერაც ეფექტური იყოს.
როგორც მედია აღნიშნავს, კოსინიაკ-კამიშის განცხადება იმ ფონზე კეთდება, როდესაც პოლონეთი უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერაში, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისა და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.