“ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაა, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც განცხადებული აქვთ, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული” – ქადაგიშვილი
“ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც გაწევრიანებულია ჩინეთთან ერთად რუსეთი, ინდოეთი, ბელარუსი, პაკისტანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ამასთან ერთად, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვს ასოცირებული ურთიერთობა მათთან, მაგალითად თურქეთი”, – ამის შესახებ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც მხოლოდ ფორუმის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები ესწრებიან, საქართველო კი არცერთი მათგანი არ არის.
“ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც გაწევრიანებულია ჩინეთთან ერთად რუსეთი, ინდოეთი, ბელარუსი, პაკისტანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ამასთან ერთად, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვს ასოცირებული ურთიერთობა მათთან, მაგალითად თურქეთი.
იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ განაცხადი გაკეთებული, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა და თანამშრომლობა. ეს არის სულ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი შეხება იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებსაც აქვთ გამოკვეთილი ე.წ. პროდასავლური, პროატლანტიკური ორიენტაცია.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული. წარმოიდგინეთ, იქ რომ საქართველოს მიეწვიათ რა ამბავს ატეხდა ჯო უილსონიდან დაწყებული, ამ ოპოზიციის პროპაგანდით დამთავრებული, რომ საქართველო კურსი შეიცვალა და შანხაის ორგანიზაციაში წევრიანდება რუსეთთან ერთად და ა.შ.
ამ ყველაფერს აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი, მეტი არაფერი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.