“ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი და ამავდროულად ჰგონიათ, რომ ისინი ჩასხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თავისუფლების აღკვეთის შესაბამის ვადას მოიხდიან და შემდეგ მიყენებული ზიანი შერჩებათ და გააგრძელებენ ამ ქონების თუ სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას, ეს შესაძლებლობები, გამარტივებული წესით, უკვე აღარ იქნება შესაძლებელი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
მან საკანონმდებლო პაკეტი შეაფასა, რომელიც ახალი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ითვალისწინებს, მათ შორის, დიანის ანაზღაურებას ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით.
“შემოთავაზებული ცვლილებები სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზევე, სასამართლო განაჩენშივე იქნება განსაზღვრული – იმ პირთა ჩამონათვალი და იმ ქონების ჩამონათვალი, თუ ვის უნდა ჩამოერთვას ქონება და ასევე, იმ დაზარალებულთა ვინაობაც იქნება მითითებული, თუ ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ ქონებების ჩამორთმევა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი და ამავდროულად ჰგონიათ, რომ ისინი ჩასხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თავისუფლების აღკვეთის შესაბამის ვადას მოიხდიან და შემდეგ, მიყენებული ზიანი შერჩებათ და გააგრძელებენ ამ ქონების თუ სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას, ეს შესაძლებლობები, გამარტივებული წესით, უკვე აღარ იქნება შესაძლებელი”, – განმარტა გორდულაძემ.