“ცვლილებები, რომლითაც აღიჭურვება სისხლის სამართლის კოდექსი, მოემსახურება დაზარალებულების უფლებების სრულფასოვან აღდგენას” – მათიკაშვილი

“ცვლილებები, რომლითაც აღიჭურვება სისხლის სამართლის კოდექსი, მოემსახურება დაზარალებულების უფლებების სრულფასოვან აღდგენას”, – ამის შესახებ, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

ის საპროცედურო საკითხთა და წესების სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

„არაერთი შემთხვევა იყო მშენებლობებთან, ფინანსურ პირამიდებთან, კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით, როცა იყვნენ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემულნი, თუმცა საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ იხდიდნენ სასჯელს, დაზარალებულები ანაზღაურების გარეშე რჩებოდნენ. ეს ბუნებრივია არის მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის, კონკრეტული პირებისთვის, ვინც გახდა დანაშაულის მსხვერპლი. ცვლილებები, რომლითაც აღიჭურვება სისხლის სამართლის კოდექსი, მოემსახურება დაზარალებულების უფლებების სრულფასოვან აღდგენას“, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები