“სცენარი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 4 ოქტომბერი გამოიყენოს არეულობისთვის” – ბოჟაძე
“ის სცენარი, რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 4 ოქტომბერი გამოიყენოს არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.
„ის პოლიტიკური მხარდაჭერა და ფინანსები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მათთვის გარედან, უნდათ, რომ მაქსიმალურად დიდი წილი შეხვდეთ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს. ამიტომ, ეს რბოლა უკავშირდება არა იმას, რომ უნდათ წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ იმისთვის, რომ მეტი ყურადღება, მეტი მხარდაჭერა დაიმსახურონ საკუთარი გარე პატრონების. ის სცენარი, რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 4 ოქტომბერი გამოიყენოს არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის“, – განმარტა ბოჟაძემ.