არქიმანდრიტი ანთიმოზის სკანდალური მიმოწერა – გოგო, ეგ მაიკა გაიხადე, თორემ ნაზად შემოგახევ!

„რატომ დუმს ეკლესია ამ უმსგავსობაზე!?“ – ამ სიტყვებით მიმართავს ექსპერტი დავით ოსეფაშვილი საპატრირქოს. მისი განცხადებით, არქიმანდრიტი ანთიმოზი, (ბიჩინაშვილი) “ფეისბუქში” თავისი უხამსო აქტივობებით დიდ ზიანს აყენებს ეკლესიას.
cfh„არქიმანდრიტი ანთიმოზი, (ბიჩინაშვილი) თავისი უხამსო აქტივობებით “ფეისბუქში” დიდ ზიანს აყენებს ეკლესიას და ზოგადად სამღვდელოებას! რატომ არ შეიძლება მრევლის დამაბრკოლებელი და ეკლესიის არკეთილისმყოფელი სასულიერო პირი, მოაცილონ ეკლესიას, საეკლესიო კანონების სრული დაცვით? (წაიკითხეთ მისი კომენტარები ამ სურათზე)”, –  აცხადებს დავით ოსეფაშვილი.
ექსპერტის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის გამო, „კვირა“ არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილს დაუკავშირდა. სასულიერო პირმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში აღნიშნული კომენტარები მას ეკუთვნის.
10608810_797764326912729_921851364_n„ეს გოგონები ყველა ფეისბუქის ჩემი მეგობრები არიან. ამ გოგონას – თაკოს მაისურზე აწერია „666“ ანტიქრისტეს ბეჭედია და იმიტომ მივწერე ასე… გავეხუმრე თაკოს.. რაც არ უნდა გამოაქვეყნონ, პირიქით რეკლამას გამიკეთებენ… ეს ყველაფერი ხუმრობაა… მე შავრაზმელები მებრძვიან და მეც ვებრძვი.. ვცდილობ ყველას ვუპასუხო.. რაც შეეხება დავით ოსეფაშვილს, შეიძლება ვუჩივლო.. მოვძებნი და მივწერ, რა უნდა…“, – აღნიშნა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 23 მაისს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. მაშინ, საქმეზე ძიება შეკრების, ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები