სოხუმელმა წყვილმა ახალდაბადებულ გოგონას ოლიმპიადა დაარქვა

 სოჭის  ოლიმპიადის საპატივცემულოდ სოხუმელმა წყვილმა ახალდაბადებულ გოგონას ოლიმპიადა დაარქვა. სერაფიმა და ალექსანდრე მიკირტიჩიანებისთვის ის მესამე შვილია. მშობლებს  მიაჩნიათ, რომ სოჭის ოლიმპიადა ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და  შვილისთვის ამ სახელის დარქმევით „ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს“.
„ეს სახელი ძალიან მომწონს. ოლიმპიადა ძველი ბერძნული სახელია. ამასთან, ჩემი მეუღლის ბებია წარმოშობით ბერძენია. როცა ჩვენ გოგონასთვის ოლიმპიადას დარქმევის იდეა გავაჟღერეთ, ეს არამხოლოდ ჩვემმა ნათესავებმა, ჩვენმა მეგობრებმაც მოიწონეს “, – აღნიშნა აფხაზურ ტელეკომპანია „აბაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბავშვის მამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები