„აირზენას“ თვითმფრინავში მომხდარი სასწაულის დეტალები
“კვირას“ თბილისი-ამსტერდამის ავიარეისზე მომხდარი სასწაულის დეტალების შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, პირველად თვითმფრინავის ილუმინატორზე გამოსახულება მე-20 რიგში მჯდომმა ჰოლანდიელმა მამაკაცმა დაინახა, რის შემდეგაც მოვლენამ მგზავრებისა და ეკიპაჟის ყურადღება მიიპყრო.
“აირზენას“ თვითმფრინავი ამსტერდამიდან თბილისში მოფრინავდა. აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში მე-20 რიგში ილუმინატორის მარცხენა მხარეს მჯდომმა ჰოლანდიელმა მამაკაცმა წვერიანი მამაკაცის გამოსახულება შენიშნა. ამის შესახემ მან დანარჩენ მგზავრებსაც უთხრა და ეკიპაჟის წევრებიც დაინტერესდნენ. დანარჩენებმაც იგივე დაინახეს, რაც ჰოლანდიელმა მამაკაცმა. ეს გამოსახულება დაფრენის შემდეგაც იყო, შემდეგ კი გაქრა“,-განუცხადა “კვირას“ იასე ზაუტაშვილმა.
ორშაბათს “აირზენას“ მიერ შესრულებულ თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის მგზავრები ხილული სასწაულის მომსწრენი გახდნენ. თბილისი-ამსტერდამის რეისზე მე-20 რიგში მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ილუმინატორზე გამოსახულება დაინახეს, რომელიც, სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზი იყო.