“ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც სრულიად აღრეული აქვთ საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო” – ლევან მახაშვილი
“ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც სრულიად აღრეული აქვთ საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო. სრული პოლიტიკური „დომხალია“ ამ ინტერესებში და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები არის უპირატესი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის განმარტებით, როგორც წესი, “რადიკალები ირჩევენ ხოლმე უცხო ქვეყნების სახელმწიფო ინტერესებს”.
„განურჩევლად იმისა მეგობარზეა საუბარი, პარტნიორზეა საუბარი თუ მტერზე უპირველესი ამოსავალი ეს არის საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. იმის გამო, რომ ამ ძალებს უკვე მრავალი წელია აღრეული აქვთ ერთმანეთში საკუთარ სახელმწიფოს და სხვისი სახელმწიფოს ინტერესები კრიტიკულ მომენტებში სამწუხაროდ, დგებიან ხოლმე უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა მახაშვილმა.