“როდესაც აშშ რომელიმე ქვეყანას უპირისპირდება, სწორედ ამ ქვეყნის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ მერე საქართველოს მთავრობას” – ნიკოლოზ სამხარაძე
“როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე ქვეყანას უპირისპირდება, სწორედ ამ ქვეყნის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ მერე საქართველოს მთავრობას”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„გახსოვთ, თავიდან ეს იყო რუსეთი, ამბობდნენ, რომ პრორუსული ხელისუფლებააო, ახლა ეს არის ირანი და პროირანული ხელისუფლებააო, ცოტა ხნის წინ ჩინეთზე იყო დიდი აქცენტი. ხვალ რაღაც ახალი ქვეყანა რომ გამოჩნდეს, იმ ქვეყნის მიმართ ლოიალობას დაგვწამებენ. და რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება იმისთვის, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან თავი მოიწონონ და დაანახონ, რომ აი, ჩვენ ვართ თქვენი მთავარი დასაყრდენი და ეს ხელისუფლება ცუდია. ეს ერთი. ეს არის ასევე მონური ფსიქოლოგიის გამოვლინება“, – განაცხადა სამხარაძემ.