ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღებას აგრძელებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღებას აგრძელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.
“სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
განცხადება მერის სახელზე;
აკადემიური მოსწრების ფურცელი;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ( ქობულეთში რეგისტრირებული იყოს 2022 წლამდე);
პირადი საბანკო რეკვიზიტები.;
სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა, შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ, ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იყოს 31 მარტის ჩათვლით.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტი აქვს.
თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 591 323216; 599 034317″, – წერია ინფორმაციაში