ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ოპოზიციას არ სურს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში – გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ
“რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ლოგიკურია, რომ მათ არ სურთ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი არის ყველაზე მსუბუქად, რომ ვთქვათ განახევრებული იმ რეიტინგთან შედარებით, რაც ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ოპოზიციას არჩევნებში დაამარცხებს.
„ვინაიდან არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, გაუწბილეს ამომრჩეველს იმედი, ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და ამაშიც გაუწბილეს იმედები. აგრძელებენ დესტრუქციას და პირდაპირ ღიად აცხადებენ, სამარცხვინოდ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ის, რომ გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ამის ფონზე მათ იციან კარგად, რომ სულ პატარა წარმატებასაც ვერ მიაღწევენ. საპარლამენტო არჩევნების დროს, რა თქმა უნდა 61 მანდატი სახუმარო საქმე არ იყო და ეს შეგვიძლია მათ წარმატებად ჩავუთვალოთ, მაგრამ ახლა იციან, რომ განადგურდებიან, გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში. არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი ილუსტრირებული იყოს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.