ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილის ძალადობრივი სისტემის ფუნქციონირებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ორი პროფესიის ადამიანს – ადვოკატსა და ჟურნალისტს

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას, კერძოდ კი, 2011 წელს, ბიზნესმენ, ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმის განხილვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ქადაგიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ხოლმე და მაყურებელთათვის ხელმისაწვდომია, აჩვენებს, რომ სააკაშვილის ძალადობრივი სისტემის ფუნქციონირებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ორი პროფესიის ადამიანს – ადვოკატსა და ჟურნალისტს.

„უდესიანის შეგზავნილ ადვოკატს მოუსმინეთ კომისიაზე?

სააკაშვილის ძალადობრივი სისტემის ფუნქციონირებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ორი პროფესიის ადამიანს – ადვოკატსა და ჟურნალისტს.

რეჟიმთან კოლაბორაციაში იმყოფებოდნენ კონკრეტული ადვოკატები, რომლებიც მოლაპარაკებების, სამართლებრივი გამოსავლისა და სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებზე უთანხმდებოდნენ ხოლმე რეჟიმის მსხვერპლს, ხოლო ჟურნალისტები მთელ სისტემას “აპრავებდნენ” და სამართლებრივი სახელმწიფოს ილუზიას ქმნიდნენ.

ჟურნალისტები, კი ხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ, გადალაგდნენ სხვადასხვა მედია პლატფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხოლო ადვოკატთა ის პრივილეგირებული ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობდა, ჩრდილში გავიდა და ახლა ისეთი გამომეტყველებით დადიან ქალაქში, გეგონებათ, მე “ვავერბოვკებდი” პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომ ქონების არ დათმობის შემთხვევაში, თუ როგორ გაუსწორდებოდათ სააკაშვილის რეჟიმი…

რომელი პროფესიის ადამიანები უფრო მეტ სიბოროტეს აკეთებდნენ, “გამპრავლებლები” თუ შემსრულებლები, საკითხავი ეგ არის!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები