გიორგი მამარდაშვილი: დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში, ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვიჭერდა მხარს – თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში და ჩვენთან ერთად იყო თამაშზე. ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან მხარს გვიჭერდა.
თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით! მნიშვნელოვანი გამარჯვება!“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.