ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, სახალხო დღესასწაული თევდორობა აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, სახალხო დღესასწაული თევდორობა (თედორობა) აღინიშნა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

,,ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა.

ღონისძიებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სტუმრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული სპორტსმენები, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

თევდორობის დღესასწაული, სოფელ ლელიანში, ყოველ წელს დიდი მარხვის პირველ შაბათს იმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები