საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

თავდაპირველად ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, რამდენიმე წუთში კი გიორგი მიქაუტაძემ მეტოქესთან სხვაობა ორით გაზარდა.

მატჩის მეორე ნახევარში გიორგი მიქაუტაძემ სომხეთის კარში დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარდა.

ორმატჩიანი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი, თბილისში, 23 მარტს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები