საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს მესამე გოლი გაუტანა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 3:0 უგებს. მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.
მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.