საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 2:0 უგებს. მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მანამდე კი ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.
მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.