“სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის არაერთი მაგალითი გვაქვს, ანტისახელმწიფო ქმედებების დაფინანსებას ხელი უნდა შეეშალოს” – მაჭარაშვილი

“საქმე როცა აღძრულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რა თქმა უნდა, ვინმე ამ პროცესებს თუ აფინანსებს, ამაზე კითხვები ჩნდება”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ასეთი ფონდების დაყადაღება ბუნებრივია.

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის არაერთი მაგალითი გვაქვს და პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა, რომ ოთხივე მხრიდან შტურმი მიმდინარეობდა. სულ მცირე ანტისახელმწიფო ქმედებების დაფინანსებას ხელი უნდა შეეშალოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით 17 მარტს განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები