სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში, კერძოდ კი metromoney-ს გვერდზე, ასევე „ ტრანსპორტი კომპანია თბილისი“ (https://www.facebook.com/profile.php?id=61574441368736) , ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”, – წერია ინფორმაციაში.