“როცა ფონდი ეწევა 20%-ს ჰუმანიტარულ საქმიანობას და 80%-ით აფინანსებს რადიკალურ პროცესებს, ის ვერ იქნება 80%-ის გადამფარავი; თუ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცემიან” – ჩოჩია

“როცა ფონდი ეწევა 20%-ს ჰუმანიტარულ საქმიანობას და 80%-ით აფინანსებს რადიკალურ პროცესებს, ის ვერ იქნება 80%-ის გადამფარავი; თუ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცემიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს, რითაც საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

“ისინი იყენებდნენ ერთგვარად სხვადასხვა პროექტს, რათა გადაეფარათ ის საქმიანობა, რომელსაც რეალურად ეწევიან. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს დაყადაღება, დაყადაღებულია ეს ანგარიშები და იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შემდგომ შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემიან”, – განმარტავს ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები