Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-ის კოორდინირებული ძალისხმევა რუსეთის საბოტაჟის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ, რითაც მოსკოვზე ზეწოლა შეამსუბუქა.
როგორც “როიტერი” წერს, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უბიძგებს რუსეთს, დაასრულოს ომი უკრაინაში.
ევროპელ მოკავშირეებთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) რეგულარული შეხვედრები, რომლებიც რუსულ ჰიბრიდულ ომს ეხებოდა, აღარ ტარდება.
მედიის ცნობით, FBI-მ, იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) და შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) შეწყვიტეს ძირითადი პროგრამები, რომლებიც რუსეთის გავლენის ოპერაციების მონიტორინგს ახორციელებდნენ.