“სასანქციო ნაწილშიც FARA-ს ანალოგი იქნება ბევრად უფრო მკაცრი ქართული კანონისა, რადგან ეს კანონი შეიცავს არა მარტო ჯარიმის ხასიათის სასანქციო პოლიტიკას, არამედ – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც” – მიქანაძე

პარლამენტის დღვანდელ სესიაზე,  ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს,  კენჭს მეორე მოსმენით უყრიან.

საკითხს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, FARA-ს კანონი შეიცავს, არა მარტო ჯარიმის ხასიათის სასანქციო პოლიტიკას, არამედ – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

“ეს კანონი უფრო დეტალურად და უფრო ფართო სპექტრის ადამიანებს მოიცავს, ისევე როგორც იურიდიულ პირებს, განსხვავებით იმ კანონებისა, რომლებიც მიღებულ იქნა და მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხებოდა, სასანქციო ნაწილშიც FARA-ს ანალოგი იქნება ბევრად უფრო მკაცრი ქართული კანონისა, გამომდინარე იქიდან, რომ FARA-ს კანონი შეიცავს, არა მარტო ჯარიმის ხასიათის სასანქციო პოლიტიკას, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც”, – განმარტავს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები