ქადაგიშვილი – რამდენიმე ფონდის ანგარიშის დაყადაღებაზე: ეს არის დაგეგმილი რევოლუციის ქრონიკა, რომელიც არ გამოსდით, მაგრამ სანამ არსებობს უკანონო დაფინანსება ასეთი ტიპის ღონისძიებების სახით, გარკვეულ აქტიურობას ინარჩუნებენ

“ეს არის დაგეგმილი რევოლუციის ქრონიკა, რომელიც არ გამოსდით, მაგრამ სანამ არსებობს უკანონო დაფინანსება ასეთი ტიპის ღონისძიებების სახით, რა თქმა უნდა, გარკვეულ აქტიურობას ინარჩუნებენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა თუ ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული რამდენიმე ფონდის საკითხს გამოეხმაურა.

“ეს არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის, სახელმწიფოსა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამას კანონი თავის შეფასებას აძლევს და ამ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია, რომ კანონის მიხედვით იმოქმედოს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები