მახაშვილი – “სამშობლის ღალატის მუხლზე” – მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ შეიძლება, თავად ყოფილიყო როდესღაც გასამართლებული ამ მუხლით; სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან
“მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ შეიძლება, თავად ყოფილიყო როდესმე გასამართლებული ამ მუხლით, სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან”, – ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა “სამშობლოს ღალატის მუხლზე” საუბრისას განაცხადა.
“ეს მუხლი შემდგომი კვირების განმავლობაში დაბრუნდება კანონმდებლობაში, რითაც ერთი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ მომავალში არავის თავში არ მოუვიდეს მსგავსი დანაშაულების ჩადენა და მეორე – რომ ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი”, – განმარტა მახაშვილმა.