ტრამპი: პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები – რუსეთსა და უკრაინაში ცუდი სიტუაციაა

პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები, რათა ჯარისკაცები გადავარჩინო, რომლებიც მძიმე ვითარებაში არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინაში ცუდი სიტუაციაა.

„პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები, რათა ჯარისკაცები გადავარჩინო, რომლებიც მძიმე ვითარებაში არიან, ფაქტობრივად შეპყრობილები არიან, რუსი ჯარისკაცების მიერ ალყაში არიან მოქცეულები. მჯერა, მე რომ არა, ახლა ისინი აქ არ იქნებოდნენ. შევძელი დამერწმუნებინა, რომ ჯერჯერობით არაფერი მოემოქმედებინათ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში, ასევე ცუდი სიტუაციაა უკრაინაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები