Raisina Dialogue არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები საჯაროდ და ხმამაღლა იყოს გაჟღერებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მინისტრის თქმით, ფორუმში მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.