თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ერთი პირი.
თვითმხილველების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლის ხმა გაიგეს, რომელიც ავტომობილიდან განხორციელდა.
ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.