გია ვოლსკი – „ისფედი“ იძულებული გახდა მასალები პროკურატურისთვის გადაეცა, რადგან აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა

„ისფედი“ იძულებული გახდა, მასალები პროკურატურისთვის მხოლოდ იმიტომ გადაეცა, რომ მსოფლიოში დამოკიდებულება სხვაგვარია და აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, პარალელური დათვლის შედეგები არჩევნების შედეგებს არ დამთხვეოდა, რადგან ელექტრონული იყო, „ისფედს“ სხვა არაფერი არ რჩებოდა, რომ ეღიარებინა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ციფრების სიზუსტე, ამიტომ პოლიტიკა გადააწყვეს.

„არ შეიძლება, პარალელური დათვლის შედეგები არჩევნების შედეგებს არ დამთხვეოდა, ვინაიდან ელექტრონული იყო. „ისფედს“ სხვა არ ჰქონდა, თუ არა ეღიარებინა, რომ ზუსტად ის ციფრებია, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა გადააწყვეს. „ისფედი“ მხოლოდ პარალელური დათვლის შედეგებს კი არ აქვეყნებს, არამედ ამბობს, რომ იქ ვიღაცამ ზემოქმედება და ზეწოლა მოახდინა, მელანმა გაჟონა და ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეს დაინახეს და მიხვდნენ, ხმას რომელ პარტიას აძლევენ. ანუ, მათ საქართველოს მოსახლეობა ცხვრის ფარად წარმოადგინეს, სულ ცოტა, მილიონ 120 ათასი ადამიანი და ზღაპრები მოყვნენ, რომ თურმე, შეიძლება, 300 ათასი ადამიანის ხმა გაყალბდეს. ამას წინ სახალხო დამცველი აღუდგა, რომელიც თავისი პროპაგანდით მიწასთან გაასწორეს და ეს არის „ისფედი“. ეს ორგანიზაცია იძულებული გახდა, მასალები პროკურატურისთვის გადაეცა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოში დამოკიდებულება შეიცვალა და ახალმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა. ეს არის მიზეზი, იძულებული გახდნენ, მასალები გადაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალების მეორე დღესვე გადაცემას რა უნდოდა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები