შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ფეისბუკზე აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია მითითებული.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “კვირა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში უარყვეს მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში, ჯარიმის ოდენობად 5000 ლარია მითითებული.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება აღნიშნული ინფორმაციის ტირაჟირება, უწყება სამართალდარღვევის ოქმის დედანს გაასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები