ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა

„ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარიზის საარბიტრაჟოს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სასამართლოში წაგებულ დავაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერს სხვა სათქმელი აღარ დარჩენია გარდა იმისა, რომ გადახდილი 650 ათასი დოლარი მომსახურების მოსაკრებლის თანხად გაასაღოს.

„სხვა სალაპარაკო პარტია „ლელოს“ არ აქვს. როდესაც მათ წააგეს ყველა სასამართლო ინსტანცია საქართველოში და ქართულ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება პარიზის საარბიტრაჟოში გაასაჩივრეს. პარიზის საარბიტრაჟომ დაადგინა ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება ყველაფერში იყო მართალი და პირიქით, ბატონ ხაზარაძე 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ბატონმა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ანაკლიის პროექტის მშენებლობის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოში დავის წაგების შემდეგ, საქართველოსთან მარცხის აღიარება არ სურს „ლელოს“ და მის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. იგი ცდილობს, გადახდილი 650 ათასი დოლარი მომსახურების მოსაკრებლის თანხად გაასაღოს. პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძემ სახელმწიფოს 650 ათასი დოლარი გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები