“სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა” – ვოლსკი

“მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ცხრა მილიონში არ არის, საქმეა იმ გარყვნილებაშია, რასაც ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება და ხარჯები ჰქვია.

„რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა. არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, რომელსაც წითელი ხალიჩა დაიმსახურა, სასახლე აიშენა, პოლიტიკური მმართველობა სრულად გადააბარა და ადმინისტრაციული მმართველობა დაიტოვა – ვისაც უნდა აღაზევებდა, რა თანხაც უნდოდა, დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილების მასაჟისთვის. უამრავი ისეთი თემა აქვს, რაც წარმოუდგენია, თანამედროვე მსოფლიოში არსებობდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები