გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები თუ პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, აუტსაიდერებიდან ოფსაიდში დატოვებულები დარჩებიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ეს არ არის ოპოზიციის გადაწყვეტილება, ეს არის ინსტრუქცია. დაპირისპირება მსოფლიო მასშტაბით გრძელდება. „დიფ სთეითმა“, ანუ „გლობალური ომის პარტიამ“ კვლავ ძალები მოიკრიბა, ფინანსური რესურსიც და საქართველო არის ამ ფრონტის დაპირისპირების მცირე სეგმენტი. ამ სეგმენტზე ტრიალებენ ადამიანები, მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ „დიფ სთეითის“ დავალებას. ეს ადამიანები თუ პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, აუტსაიდერებიდან ოფსაიდში დატოვებულები დარჩებიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები