ლევან მახაშვილი: ლორა თორნტონი წარმოადგენს იმ არაფორმალური გავლენების ერთ-ერთ დანატოვარს, რომლის სურვილიც არის, რომ საქართველოში ხელი შეუწყონ მაქსიმალურად ცეცხლის შენთებას
„ეს ადამიანი წარმოადგენს იმ არაფორმალური გავლენების ერთ-ერთ დანატოვარს, რომლის სურვილიც არის, რომ საქართველოში ხელი შეუწყონ მაქსიმალურად ცეცხლის შენთებას და ამ დესტრუქციული ოპოზიციის წახალისებას,“ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ლორა თორნტონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკაში ხელისუფლების ცვლილება, არ ნიშნავს, რომ ეს ძალები გაუჩინარდნენ, ისინი გადალაგდნენ ამერიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში.
„ის, რომ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ ეს ძალები სადმე გაუჩინარდნენ, ესენი გადალაგდნენ იმ ამერიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს საქართველოს წინა პრეზიდენტიც წარმოადგენს. საუკეთესო ინსტრუმენტი ამ ძალებთან ბრძოლის არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება. მეორე ნაწილი რა თქმა უნდა ასევე არის საკანონმდებლო ჩარჩოს იმგვარად მოწესრიგება, რომ ამ ტიპის ძალებმა ვერ შეძლონ საქართველოს კანონების ბოროტად გამოყენება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორი და რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ინსტრუქტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აქციის ფოტოს აზიარებს და წერს, რომ ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.