“რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო მეტად გაეხსნებათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში” – კირცხალია
“რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო მეტად გაეხსნებათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.
დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს ეხმაურება.
“ასევე მგონია, მოახლოვდება ოქტომბერი და დამწკრივდებიან და ყველა ერთად მიიღებს ამ არჩევნების მონაწილეობას იმიტომ, რომ მოვა ასეთი დირექტივა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მიღება – არმიღებას, ეს არის ძალიან მარტივი თემა – არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტები არიან და აგენტებს, რასაც უკარნახებენ თავიანთი პატრონები, ისე მოიქცევიან”, – აღნიშნავს კირცხალია.