“მე არ მგონია, პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის სააკაშვილი არის ე.წ. ბელადი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველანაირად დაიცვან.
„ჩვენი ოპოზიცია ფუთავს ამ საქმეს როგორც „პიჯაკების საქმე“. მე არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა ის ბიუჯეტის თანხებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.
ოპოზიციისთვის ბატონი სააკაშვილი არის ე.წ. ბელადი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველანაირად დაიცვან. სტრასბურგის სასამართლომ ბატონი სააკაშვილის ყველა საქმეზე დაადასტურა ის განაჩენი, რაც ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას გამოტანილი. შეუძლიათ ეს საქმეც გაასაჩივრონ, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი დადგება,” – განაცხადა მაჭავარიანმა.