კირცხალია – ბაია პატარაიას სტატუსზე: მათგან ბულინგის, ზიზღისა და შეურაცხყოფის ენა გასაკვირი ნამდვილად არაა – უზრდელური ქცევა თავად ამ ადამიანზე მეტყველებს
“მათგან ბულინგის, ზიზღისა და შეურაცხყოფის ენა გასაკვირი ნამდვილად არაა – უზრდელური ქცევა თავად ამ ადამიანზე მეტყველებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს და ბაია პატარაიას სტატუსს ეხმაურება, რომელშიც ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.
“სამწუხაროდ, აქ მოქმედმა ბევრმა დიპლომატიურმა მისიამ ჩვენი საზოგადოება შეაჩვია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ლობიზმს, ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით განცხადებებს, ყოველგვარად გავიდნენ დიპლომატიური ჩარჩოებიდან.
რაც შეეხება ბაია პატარაიას და მის მსგავს ქალბატონებს, რომლებიც გაერთიანებულები არიან იმ ე.წ. NGO-ების ქვეშ, რომელიც ფარდა ახდილია რეალურად და მთელმა საზოგადოებამ კარგად ნახა რეალურად რას და ვის წარმოადგენენ, მათგან გასაკვირი ბულინგის ენა, ზიზღის ენა, შეურაცხყოფის ენა ნამდვილად არ არის გასაკვირი, ეს მარტო თავის თავზე მეტყველებს”, – აღნიშნავს დეპუტატი.