“2000-ზე მეტი ადამიანი იხოცება კვირის განმავლობაში, ეს განაცხადა ტრამპმა და მას აქვს სურვილი, გახდეს მშვიდობისმყოფელი, თუმცა, მათ შორის, ევროპის რიგი ლიდერები და პრეზიდენტები წინააღმდეგობას წევენ” – წილოსანი

“ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს – მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი აღმოვჩნდით ჩვენ და, რაც მთავარია, წინა ფლანგზე ვიდექით მშვიდობის დასაცავად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომთან მიმართებით იყო კონკრეტული ინტერესი, რომ ის არ დასრულებულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, ეს მშვიდობა დავიცავით ჩვენივე ქვეყანაში, თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედაც, რომ საფუძველი დავუდეთ იმ დიდ პროცესებს, რომელსაც ახლა ვადევნებ თვალყურს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ გარკვეული პოლიტიკური დინებები და ჯგუფები ქვეყნებს ითრევდნენ ომში და, რაც მთავარია, უკრაინის ომთან მიმართებით იყო კონკრეტული ინტერესი, რომ ის არ დასრულებულიყო, ახლა ეს ეჭვები საერთოდ გაიფანტა. დღეს მინდა, ყურადღება მივაქციო უკრაინელ პოლიტიკოსებსა და გერმანიის დაზვერვის სამსახურს შორის გარკვეულ დაპირისპირებას, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ თუ უკრაინის ომი დასრულდება 2030 წლამდე, მაშინ ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე ევროპისთვის იმიტომ, რომ რუსეთი ამ ომით სუსტდება.

ზუსტად ამას ვამტკიცებდით და ამას ვამბობდით, რომ ის საუბრები, ის მოთხოვნები, რომელიც კულუარებში ჩვენს მიმართ ჟღერდებოდა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ამ საომარი დღის წესრიგის ნაწილი იმიტომ, რომ ჩვენი ქართველების ხოცვა-ჟლეტით ვიღაცის უსაფრთხოება უზრუნველგვეყო – სწორედ ეს იყო, რასაც გავუწიეთ წინააღმდეგობა და რასაც ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდექით.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს და მის დასრულებას, ჩვენ ვხედავთ, რამხელა ძალისხმევას დებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, თავის ადმინისტრაციასთან ერთად და როგორ ძლიერად იბრძვიან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს.

2000-ზე მეტი ადამიანი იხოცება კვირის განმავლობაში, ეს განაცხადა ტრამპმა და მას აქვს სურვილი, რომ გახდეს მშვიდობისმყოფელი. თუმცა, ვხედავთ რამხელა წინააღმდეგობას წევენ, მათ შორის ევროპის რიგი ლიდერები და პრეზიდენტები. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ომი გარდა იმისა, რომ დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, ალბათ სამწუხარო და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ვიღაცისთვის გამდიდრების საშუალებაა.

თქვენ ნახავდით ილონ მასკის პოსტს, სადაც ის ამბობს, რომ დაასანქცირეთ ტოპ 10 უკრაინელი ოლიგარქი და ეს ომი დასრულდებაო. აქ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ომით ადამიანები მდიდრდებიან. ეს ომი გარდა იმისა, რომ ვიღაცის პოლიტიკური თამაშია და დიდ დაფაზე არის რაღაც გაშლილი ფიგურები, ამ შემთხვევაში ბევრისთვის ეს გამდიდრების საშუალებაა და ნამდვილად – ეს ომი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები